იპოვე სასურველი უძრავი ქონება

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - იანვარი 2025

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - იანვარი 2025

2025 წლის იანვარში გაყიდვებმა შერჩეული დეველოპერების პროექტებში კლება განაგრძო და წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.3%-ით შემცირდა და 1,363 ბინა შეადგინა.

პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და 1,319 აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისში სულ 242.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა.

თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი უცვლელი დარჩა და კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა.

მკვეთრად შემცირდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი და 71,296 კვ.მ. შეადგინა (-46.1% წ/წ).